
ავტორი
Front News საქართველო
რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.
მისი განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების გარდა, ვიხილეთ მოღალატე და უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
“რაც დღეს ჩვენ ამერიკის კონგრესში ვიხილეთ, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი რევოლუციის დაანონსება, საქართველოს უკრაინიზაციის გეგმა და ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი. ასევე ვიხილეთ “ქართველი” სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატე, უსამშობლო, უსახო, უსახელო და უგვარო მტრები, რომლებიც კონგრესმენებს ჩვენებას აძლევდნენ საქართველოს წინააღმდეგ! არჩევნების შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი!” – წერს ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს