მიხეილ ყაველაშვილი – ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს ამერიკის ადმინისტრაცია და კონკრეტული სენატორები


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის მიზნებზე და ამ მიზნების მოწინააღმდეგე გარედან მართულ ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის უკვე ყველაფერი მარტივად გასარჩევია.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველას მოუწოდებს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა გაერთიანება, ეკონომიკური განვითარება. სხვა დიდ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ამ ოაზისში მობრძანდით და გავხადოთ ეს სამხრეთ კავკასია, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარეც სტაბილური, იმისთვის რომ ადამიანის კეთილდღეობაც, ბიზნესიც, ეკონომიკაც, გარემოც განვავითაროთ, ამისთვის მზად ვართ – ეს არის ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკის გაცხადება. ამას ვინ ეწინააღმდეგება და ვინ “კრიახობს“? ეს გარედან დავალებული მეხუთე კოლონა. ძალიან კარგია საზოგადოებისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად შეხედოს.
ასეთი ჩარევა მე არ მახსოვს, როგორსაც ახლა ახორციელებს გინდ ამერიკის ადმინისტრაცია, გინდ კონკრეტული სენატორები. გზავნილები, რომლებითაც პირდაპირ შანტაჟით მოგვიწოდებენ, რომ დაგასანქცირებთ, ვიზალიბერალიზაციას გავაუქმებთ. რატომ? – დემოკრატიული უკუსვლაა და რაში მდგომარეობს ეს დემოკრატიული უკუსვლა, მიპასუხებს ვინმე?“ – განუცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა