მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით


ავტორი
Front News საქართველო
მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან.
“საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს