
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ოპოზიციას ხელისუფლების დამხობის გეგმაზე მუშაობაში სდებს ბრალს. ამჯერად, მმართველი გუნდი ერთ-ერთ შეკრებაზე საუბრობს, რომელშიც, მიხეილ ყაველაშვილის ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩის”, “ლელოს”, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ.
მისი თქმით, საგანგებო შეხვედრისთვის ოპოზიციას დაქირავებული ჰყავდა უცხოელი ტრენერი, რომელიც პარტიებს რევოლუციური სცენარის შემუშავებაში ეხმარებოდა.
“გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიო – გიგა ბოკერია, გირჩი ზურა ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, სამოქალაქო აქტივისტები – მაქარაშვილი, “სირცხვილიას” წევრები და ა.შ. ახლა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი იმისთვის, რომ მოამზადონ სიტუაცია საქართველოში იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების დამხობა, გადაყენება, რევოლუციური სცენარის განხილვა, რაც არაერთხელ მსმენია ერთი წყალწაღებული რადიკალური ოპოზიციური პარტიისგან, ახლა ერთად აპირებენ ისე, თითქოს ხალხში არსებობდეს რაიმე განწყობა ისეთი და ამ მანიპულაციებით სურთ რევოლუციური სცენარის განვითარება საქართველოში, რომელიც არ გამოუვათ,”-აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს