
ავტორი
Front News საქართველო
ღიმილისა და განცხადებების უკან კვლავ ჩანს და გამოჩნდება კიდეც, რომ კვლავ განმეორდება იგივე ზეწოლა. რატომ მეორდება ისევ ზეწოლა ხელისუფლების მიმართ?! იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი. ამ ხელისუფლებასთან ერთად ვერ მიაღწიეს იმას, რომ საქართველო როგორმე ომში ჩაერთოთ, ამ ეტაპისთვის ეს მიზანია, – ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
“არასოდეს გვითქვამს ჩვენ, რომ ამის ავტორია ევროკავშირი ან აშშ. ძალები, რომლებიც არსებობენ, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან, შეიძლება მთლიან, ერთიან ევროკავშირს არ წარმოადგენდნენ, ერთიან ამერიკის შეერთებულ შტატებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ ამ ეტაპისთვის მათთვის სასარგებლო იყოს ის, რომ ამ ომში საქართველოს ჩართულობა უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა რუსეთის ფედერაციას. მხოლოდ ამ ლოგიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს კარგი იქნებოდა. ამ ძალას შესაძლოა, აშშ-შიც და ევროკავშირშიც აქვს გავლენა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს