
ავტორი
Front News საქართველო
პროკურორი არავის “აციმბირებს” და “ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
“ხაზარაძე იმდენად ბრიყვია, რომ პროკურორის ფუნქციაც არ იცის. პროკურორი არავის „აციმბირებს” და “ამოსკოვებს”, მისნაირ თაღლითებს უმტკიცებს ბრალდებას. ჩარჩენილია საბჭოთა კავშირში.
რაც შეეხება მისი მხრიდან „პოლიტიკური გზავნილის” ხსენებას, ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ დაგეგმილი აქვს პოლიტიკური რეპრესიები და ის ამ გზავნილით არაფრით არ განსხვავდება მავნებელი ნაცისგან, ის არის ნაცზე უარესი ნაცი, ანუ “ნაცის ნაცი” და ამიტომაც არანაირი შანსი არ ააქვს ხელისუფლებაში მოსვლის”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა “იმედინიუსთან”.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს