
ავტორი
Front News საქართველო
შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ “გავრილოვის ღამე“ და ძალადობრივი აქტი ჩაიდინეს “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა,- ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“კიდევ ერთხელ შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს უმრავლესობიდან და თუ მას პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის მიმართ, მაშინ კეთილი ინებოს და პატივისცემით მოეპყროს ყოველგვარ ჩვენს დამოკიდებულებასა და კითხვებს.
განცხადებაში მოხსენიებული იყო ასევე პოლარიზაცია და “გავრილოვის ღამე“. შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ გავრილოვის ღამე და ძალადობრივი აქტი ჩაიდინა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს