Logo

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო მზად არის, განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში

პოლიტიკა
1105
Frontnews image description

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩემს კოლეგასთან, ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა გავმართე, ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივების შესახებ, – ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

„ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველო მზად არის, განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში დიალოგისა და დიპლომატიის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გავაკეთეთ“, – წერს ყაველაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები