
ავტორი
Front News საქართველო
თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
“უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „ცხელი თავების“ ბოლოდროინდელი განცხადებები არათუ სცდება ეთიკისა და მეგობრობის ფარგლებს, არამედ ძალიან საშიშ ტენდენციას იღებს და პირდაპირ აღვივებს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ხალხში ანტიუკრაინულ განწყობებს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით დაწყებული, ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნით დამთავრებული, ჩვენ მოწინავეთა რიგებში ვართ. თუ არესტოვიჩს, არახამიას ან პოდოლიაკს ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს მათ კლანურ, კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონასთან, იგივე ერთიან მოღალატეობრივ მოძრაობასთან, ძალიან მწარედ სცდებიან.
უფრო მეტიც, ქართველი ხალხი ძალიან მძაფრად და მწვავედ რეაგირებს ყველა მცდელობაზე, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული! დღეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ვისი და რა კონკრეტული დავალებით შემოიპარა სააკაშვილი უკრაინიდან. მან იცოდა (რაც მან აღიარა კიდეც), რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა და თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყნის ასარევად და საქართველოს ომში ჩასათრევად ჩამოვიდა. ჩამოსვლა მან ვერ გაბედა გაცილებით მნიშვნელოვან, საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ახლა უკვე ის კონკრეტული მიზნით მოქმედებდა.
გამომდინარე შექმნილი ამ სურათიდან, მოვუწოდებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ცალკეული გარეწარი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსის სამარცხვინო და ყოველი პატრიოტი ქართველისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები არ მიიტანოს გულთან ახლოს და ისეთივე სიყვარულით მოეპყრას თითოეულ უკრაინელ დევნილს ჩვენს ქვეყანაში, როგორც აქამდე“, – წერს ყაველაშვილი.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს