მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრა გამართა.
“პრეზიდენტმა აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატში.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს