მიხეილ რამიშვილი – ალბათ, ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს


ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქვეყანა დატოვა.
როგორც რამიშვილი აცხადებს, მას ერთ-ერთ საქმეზე ციხით დაემუქრნენ. საუბარია სამოქალაქო დავაზე, რომელიც რამიშვილის მიერ, 2019 წელს შეძენილ ბინას ეხება, რომელიც ჩამოართვეს და საქმეში დევს დოკუმენტი, სადაც გამოძიება ამტკიცებს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
“მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი მქონდა არაერთი მტკიცებულება – აუდიო და ვიდეოჩანაწერები როგორ ხდებოდა ამ ბინის გასხვისება და ჩემს მიერ შესყიდვა, ხაზი გადაუსვა აბსოლუტურად და პრეცედენტადაც კი არ დაუშვა და ერთ-ერთი ხელწერილი, გარკვეული დოკუმენტაცია გადააგზავნა საგამოძიებო ორგანოში და აღძრეს საქმე”, – განაცხადა რამიშვილმა “ფორმულასთან”, 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საქართველოს ალბათ, ძალიან დიდი ხნით ტოვებს.
“2 მარტს ვტოვებ მე საქართველოს. ვტოვებ იმიტომ, რომ აქ მე არანაირი საშუალება არ მექნება არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ ის ადამიანები დავიცვა, ვის ინტერესებსაც მე დღესაც ვიცავ, სადაც არ უნდა ვიყო იქიდან ჩავერთვები და სასამართლო იქნება თუ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, ყველგან ჩართული ვიქნები. მე ალბათ, ძალიან დიდი ხნით წავალ საქართველოდან და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს, მე სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა”, – განაცხადა რამიშვილმა.
თაგები:
მიხეილ რამიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა