
ავტორი
Front News საქართველო
ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“უკვე 2 წელია, სრულად უდანაშაულოდ ვიმყოფები რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში.
თვითონაც არ ახსოვთ რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან “მკვლელს” მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.
რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება.
პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს.
მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!” – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს