
ავტორი
Front News საქართველო
ბუქარესტის ფორმულირება იმის თაობაზე, რომ “საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები”, ინტენსიური ბრძოლით ჩვენ, პოლონელებმა და ლიეტუველებმა ამერიკელების დახმარებით გამოვგლიჯეთ გერმანელებსა და ფრანგებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სწორედ ამ ფორმულირების გაუქმებას ცდილობს ახლა რუსეთი. 2009-ში მე პუტინისგან 3 მეტრში ვიჯექი, როცა ამ გადაწყვეტილების ყველა ავტორს დაგვემუქრა. აბა გამოიცანით, “ყველაზე ჭკვიანებმა”, რისთვის ვარ დატყვევებული ციხეში.
ა) 4 პიჯაკის ყიდვის გამო,
ბ) ამნისტიის გამო,
გ) ვენოკების და იუშჩენკოს აბანოში მომსახურების გამო,
დ) ბუქარესტის ფორმულირების გამო და იმის გამო, რომ 2008-ში ქვეყანა არ ჩავაბარეთ რუსეთს“,- წერს სააკაშვილი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს