Logo

მიხეილ სააკაშვილი – 3 დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, ისეთი ენერგია მომეცა, საკანში ადგილს ვერ ვპოულობ

პოლიტიკა
1000
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება. 

 

“ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით. 

 

3 დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით “საქართველო, საქართველო” გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. 

 

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. 

 

დიდება თავისუფლებას!”, – წერს სააკაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2F430280315134238&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”699″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები