მიხეილ სააკაშვილი - 4-ში რუსთაველზე მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა


ავტორი
Front News საქართველო
4-ში რუსთაველზე მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის, ვინც ბრძოლის გადადებისა და გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს ხალხს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება.
"მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს: მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ. ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი. 23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა, არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა. ის, ვინც ბრძოლის გადადებისკენ და გახანგრძლივებისკენ მოგვიწოდებს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება. მათ 4-მდე ინახავენ "არჩევნების“ პროპაგანდირებისთვის. თავისუფალი უნივერსიტეტები განადგურდება, რადგან არ ჯდება საყოველთაო ტვინ-გამორეცხვის ფაბულაში, ბევრად მეტ ადამიანს დაიჭერენ და დანარჩენებს გააგდებენ. თუ ეს ყველაფერი მოხდა, საყოველთაო უიმედობა დაისადგურებს და დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ამიტომ 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. ამიტომ, გთხოვთ მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე! თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა