Logo

მიხეილ სააკაშვილი – 6 მილიონ 300 ათასი ლარი გადავრიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად, თქვენ რამდენი გადარიცხეთ?

პოლიტიკა
1558
Frontnews image description

არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მას 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავებიან. ბრალდებებს შორის არის მისი შვილის სწავლის დაფინანსება. 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ედუარდ სააკაშვილი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდა და მას ეკუთვნოდა სწავლის დაფინანსება. 

 

“ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ.  

 

მეგობრებო,  2013 წელს 6 მილიონ 300 ათასი ლარი გადავრიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. თქვენ რამდენი გადარიცხეთ?

 

მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით ედუარდით. ედუარდია ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც  გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერებთან დაკაშირებული რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს.

 

ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტში, სადაც უკვე ბაბუამ დაუფინანსა განათლება, სადაც იყო საუკეთესო სტუდენტი კურსის. დღეგამოშვებით არის ბიბისიზე, სიენენზე და სხვა ძირითად ტელეარხებზე.

 

მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როდესაც ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა დაფინანსებას, ასევე ჩენი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი”,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები