Logo

მიხეილ სააკაშვილი - აი, ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი ადგილზე დადგება

პოლიტიკა
274
Frontnews image description

აი, ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება (დაჯდება), - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის "მესიჯს" რუსებსაც და ამერიკელებსაც. 

"აი, ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება (დაჯდება).

უფრო სერიოზულად კი ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც. საქმე იმაშია, რომ ლილუაშვილი იყო მთავარი კონტაქტ პერსონა ФСБ-ს პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორთან, გენერალ ბესედასთან, რომელიც სწორედ მან ჩამოიყვანა მცხეთაში საქეიფოდ. სწორედ ლილუაშვილს მისცეს რუსებმა ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს.

ასევე ლილუაშვილი ასრულებდა ამერიკელების ცალკეულ დავალებებს ირანელებთან და ისლამისტებთან მიმართებაში (ამიტომაც არ დასანქცირდა).

ახლა ივანიშვილი აჩვენებს რუსებს და ამერიკელებს, რომ სწორედ ის აკონტროლებს ქვეყანაში მდგომარეობას და ნებისმიერი მცდელობა მის ზურგს უკან რამის კეთების და ოლიგარქის ძირგამოთხრის, მის მიერ წინააღმდეგობას წააწყდება.

რუსები თავის მხრივ უკმაყოფილო არიან ივანიშვილით იმის გამო, რომ ბოლომდე არ უსრულებს მიცემულ დაპირებებს და ასევე იმიტომ, რომ ვერ ჩაახშო პროტესტი ბოლომდე",  - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები