მიხეილ სააკაშვილი - ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც გვიდგას სული


ავტორი
Front News საქართველო
ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს ხალხის ღალატი იქნება.
"კიდევ ერთხელ “ადგილობრივ არჩევნებზე” - წინა საპარლამენტო არჩევნები მთლიანად გაყალბდა, ეს ყველამ იცის. ახლა ისმება კითხვა რა შეიცვალა მას შემდეგ? საარჩევნო კომისია გახდა უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული? არა. რეჟიმი ნაკლებად რეპრესიულია? პირიქით.
ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებში მონაწილეობას? აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია.
ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება, ვისითაც გვიდგას სული", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს