Logo

მიხეილ სააკაშვილი - ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ

პოლიტიკა
321
Frontnews image description

ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა.

"კავკასიის ისტორიაში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მთელი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ კი არა, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო, ყველამ იცის რომ ეს არის თბილისი, მაგრამ ჩამოვიდნენ ერევანში. ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა.

ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ. ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი თბილისში ჩამოვიდოდა. ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო, წარსულის ტრავმები აწუხებს სწორედ იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით. სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი და საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა 20%-იო, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. 

ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელსაც "ვაწვებოდი", რომ ხელი მომეწერა, რომ ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა, პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს, თუკი ამას ხელს არ მოვაწერდი, ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ. ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს, იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე და პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიური ტერიტორიების დათმობაზე. სინამდვილეში 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა.

ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა. 

ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას.

პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკ ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. ის რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები