Logo

მიხეილ სააკაშვილი - ახლა იწყება გრძელი პროცესი, როცა ხალხმა უნდა დაამხოს ეს უკიდურესად დასუსტებული რეჟიმი

პოლიტიკა
56
Frontnews image description

ირანის ომი დასრულდა ზუსტად იმ ვადებში, რომლებშიც ვივარაუდე ამ გვერდზე, ომის დაწყებისას. ახლა იწყება გრძელი პროცესი - სადღაც 6 თვიდან 1,5 წლამდე, როცა ხალხმა უნდა დაამხოს ეს უკიდურესად დასუსტებული რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კარგი ისაა, რომ ამერიკა არ გაიხლართა გრძელვადიან ომში, რაზეც ოცნებობდა ჩინეთი და რუსეთი.

"ირანის ომი დასრულდა ზუსტად იმ ვადებში, რომლებშიც ვივარაუდე ამ გვერდზე, ომის დაწყებისას. ახლა იწყება გრძელი პროცესი - სადღაც 6 თვიდან 1,5 წლამდე, როცა ხალხმა უნდა დაამხოს ეს უკიდურესად დასუსტებული რეჟიმი.

რა არის დღევანდელი დღისთვის გლობალური შედეგები: ამ ომიდან ამერიკა გაძლიერებული გამოვიდა, ჩინეთი და რუსეთი კი დასუსტებული.

ტრამპმა აიძულა ირანი მიეღო ულტიმატუმი. ირანის ქმედუნარიანი ხელმძღვანელობა ხამენეი - მამა, ლარიჯანი, ისლამის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა მოკლულია, ირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას და რაც მთავარია ირანის ეკონომიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.

ირანი ჩაეშვება ეკონომიკურ წყვდიადში, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიყვანს რამდენიმე თვიანი შოკის შემდეგ მოსახლეობას ქუჩაში.

რუსეთი დასუსტებულია, იმიტომ რომ ნავთობის ფასი კვლავ დაეცემა. ამერიკელებს სერიოზული მსხვერპლი არ ჰქონიათ. ამერიკა გაბრაზებულია მოსკოვზე, ირანისთვის დახმარებისთვის (ამერიკის ელჩმა გაეროში, გუშინ ამხილა რუსულ-ირანული სამხედრო კავშირები).

პუტინმა დაინახა, რომ რაც არ უნდა ბუნკერში ჩაჯდეს, მისი ფიზიკური განადგურება შესაძლებელია, ასევე რუსეთის პოზიციები სპარსეთის ტურის რეგიონში საგრძნობლად შესუსტდა და რაც მთავარია ახლა ამერიკა მოიცლის უკრაინის ომისთვის.

რა თქმა უნდა, ახლა ირანი და მისი მოკავშირეები მორთავენ კაკაფონიას, რომ ამერიკა დამარცხდა, მაგრამ სინამდვილეში დადგა ზუსტად ის შედეგები, რასაც მე ვწერ და ეს არის ამერიკის ჯერჯერობით არასრული, მაგრამ მაინც გამარჯვება. სრული იქნება, როცა ხალხი საბოლოოდ მიამხობს ამ რეჟიმს.

ამ ეტაპზე კარგი ისაა, რომ ამერიკა არ გაიხლართა გრძელვადიან ომში, რაზეც ოცნებობდა ჩინეთი და რუსეთი. დარჩა ასევე ნეგატიური ნალექი ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში და ეს გადასალახია. სხვა მხრივ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები