მიხეილ სააკაშვილი - ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია, რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ

ავტორი
Front News საქართველო
ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია, რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი - საგარეო პოლიტიკა.
"საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ.
ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია - რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება.
საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი.
როგორც კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტმა, მეც გავიარე ორთვიანი სტაჟირება იქ. სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა.
დღესაც, საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ, ის არაფერს აკეთებს.
საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი - საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


