Logo

მიხეილ სააკაშვილი - ახლა სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში

პოლიტიკა
183
Frontnews image description

ახლა სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან 5-ჯერ ააცილა საქართველოს დიდი უბედურება.

"კარგი ამბები გვაქვს -  რუსეთი მძიმე კრიზისშია. რაც შეეხება სომხეთს, რუსეთი მასაც კარგავს. ძალიან სასაცილო საყურებელი იყო პუტინის და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ "აკაჩავებდა", რომ მისი სამხედრო ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა.

რუსეთს ცუდად აქვს საქმე, რადგან ფრონტზე ძალიან კარგად მიდის პროცესი, საერთო ტენდენცია სწორია და სწორი მიმართულებებით მიდის.

5-ჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. ახლა სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ესწრება. დღევანდელ პროცესზე ჩვენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უნდა მისცეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები