მიხეილ სააკაშვილი - ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას ექვსი თვე


ავტორი
Front News საქართველო
ყველაფრის მიუხედავად, ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.
იმედია, „ლელო“ დარწმუნდა, რომ ე.წ. არჩევნებით ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.
ყველაფრის მიუხედავად, ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე“,- წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს