Logo

მიხეილ სააკაშვილი – ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი

პოლიტიკა
865
Frontnews image description

საერთოდ არ მესმის რა შუაშია სუპერპაკის იდეასთან სხვა ოპოზიციური პარტიები და მედიის ზოგიერთ საშუალებაში ამ თემაზე სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“ამერიკის მაგალითს მაინც შეხედეთ, რესპუბლიკელების პაკ-ის თემას არავინ არ ეკითხება დემოკრატებს და პირიქით, მე ვისაუბრე “ნაციონალური მოძრაობის” პაკ-ზე და ამ ერთობის კომიტეტში მაქვს ძალიან სერიოზული ადამიანების გაერთიანების მოლოდინი. 

 

ჩემს ფუნქციას პოლიტიკაში ახალი ხალხისთვის გზის გახსნაში ვხედავდი ყოველთვის, საქართველოშიც და უკრაინაშიც.

 

სხვა პარტიებსაც შეუძლიათ შექმნან პაკი და იქ ისეთი ხალხი მიიზიდონ, ვინც თავისი შეხედულებებით უფრო ახლოს არიან მათთან.

 

ხალხს საკმაოდ მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება ეკრანებზე. დროა, ქვეყნის გადარჩენის საკითხი საკუთარ ხელში ამა თუ იმ ფორმით ფართო საზოგადოებამ აიღოს”, – წერს სააკაშვილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები