მიხეილ სააკაშვილი – ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა 310-ე საკანში

ავტორი
Front News საქართველო
ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება, მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არა 310-ე საკანში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ არსებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოვიდა წინასწარგაცხადებული მიზნით და ამასთან ყველაზე უსაფრთხო მარშრუტით.
“თქვეს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, რადგან განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების გამოცნობა რომ შემძლებოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება, მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოიდი ამ შუშის უკან, განრიდება რომ მდომოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრს სხვა ადგილას და არა 310-ე საკანში, სადაც ვიმყოფები…
რაც შეეხება ჩამოსვლას, ჩამოვედი წინასწარგაცხადებული მიზნით ამასთან, იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე საიმედო იყო ყველასთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




