Logo

მიხეილ სააკაშვილი - ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად

პოლიტიკა
163
Frontnews image description

ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"მე ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, სადაც გავჩერდი თეთრ სახლში მორიგ ვიზიტზე მიმავალი, მახსოვს იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად.

მე ასევე ვყოფილვარ ამერიკულ ბაზებზე ჰელმანდში, ავღანეთში და ინჯილიკში, თურქეთში და მინდა ვთქვა, რომ გრენლანდიის ბაზა დანარჩენ ბაზებთან შედარებით უბრალოდ პაწაწინაა, ამიტომ ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად და რა თქმა უნდა, დანიის და გრენლანდიის თანხმობით და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნება", - წერს სააკაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები