მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, თუმცა ფანჯარა მას მალევე დააკეტინეს, აღნიშნულის ამსახველ ვიდეო-კადრებს “მთავარი არხი” ავრცელებს.
სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის გასამხნევებლად და მისი პოლიტიკური პატიმრობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ყოველდღე, 13:00 საათზე გაიმართება
ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე, რომლის თქმით, აქცია რუსთაველმა ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელში დაგეგმეს და თავად შეუერთდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში 21 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




