მიხეილ სააკაშვილი – არ არის ეს საღადაო თემა, არანაირი 16 დაპირება არ ყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
არანაირი 16 დაპირება არ ყოფილა, არ არის ეს საღადაო თემა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა “ტვ პირველის” გადაცემაში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
“ვიღაც იდიოტმა რაღაც დათვალა, მე ამაზე პასუხს არ ვაგებ. ეს არის იდიოტიზმი და სისულელე. აბსოლუტური სისულელეა, არანაირი 16 დაპირება მე არ მქონია. შარშან, როდესაც მე დამასახელა ჩემმა პარტიამ პრემიერობის კანდიდატად, ვთქვი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩამოვალ. სხვა არცერთ დროს არ მითქვამს, რომ ვბრუნდები. ჩამოვიდოდი, რომ არ გაეყალბებინათ და მოეპარათ ეს არჩევნები, ეს არის და ეს.
მე ისე არ ვაფერს არ ვამბობ, რასაც არ ვაკეთებ, არ არის ეს საღადაო თემა, არანაირი 16 დაპირება არ ყოფილა, მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები ჩემს სიტყვებს. ახლა ვთქვი, რომ ახლა ჩამოვალ და ჩამოვალ”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს