მიხეილ სააკაშვილი - არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა

ავტორი
Front News საქართველო
მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"2022-ში მას შემდეგ რაც ჟენევაში მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ჩემი მოწამვლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულმა დოქტორ ტედრისმა დაურეკა მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და უთხრა, რომ ის იმავე დღეს გამოაგზავნიდა თვითმფრინავს ჩემი სამედიცინო ევაკუაციისთვის.
ღარიბაშვილმა მიუგო, რომ მე მსახიობი ვიყავი (ე.ი. მოვახდინე სიცხის, სისუსტის, კრუნჩხვების, სხეულზე წითელი ლაქების, თმების სასტიკი დაცვენის იმიტაცია) სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არსად არ გამიშვებდნენ.
ხოდა ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები.
მის პატრონს უყვარს ეკატერინე მედიჩივით (ხვედელიძეზე არაა საუბარი, არამედ საფრანგეთის მომწამლავ დედოფალზე) სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება.
ასევე არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა. ვინ ვინ და ჰაკიმ ფაშა ზუსტად იცნობს მამა-მარჩენალის ამ რუსეთიდან გამოყოლილ მეთოდებს", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


