
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ბოლო დროს თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე, იმიტომ რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე კვირაა აქვს ქვეყანას, რომ საუკუნოვანი სირცხვილი ჩამოიფერთხოს.
“საქართველოში ბოლო დროს თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე. არსად აღარ იღებენ საქართველოს მთავრობას და აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე.
არ შეიძლება ამ გლობალურ ომში, საქართველოს ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე, ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის თავს ქართველად მიიჩნევს. ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი, რაც ხდება დღეს ჩვენსა და უკრაინას შორის, რაც ხდება ჩემთნ მიმართებაში.
მეგობრებო, გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი ეროვნული კონსოლიდაციით, სიძლიერით, სიმშვიდით და სიმტკიცით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს