Logo

მიხეილ სააკაშვილი – ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში

უკრაინა
1233
Frontnews image description

რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს.

 

“უკრაინის არმიამ უკვე 80 კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის “ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა შეუძლებელი გახდება.

 

ამავე დროს რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას რიგში. ამ მანქანებით ჯარისკაცები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები გარბიან აგრესორ სახელმწიფოში. რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.

 

ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

Advertisement