
ავტორი
Front News საქართველო
პროკურორებმა მოითხოვეს მკურნალობის 1-2 დღით შეწყვეტა, რათა მათ შეძლონ პროცესის ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
“კარგად რომ გვესმოდეს, თუ რა დონის ადამიანურობისგან დაცლილ არსებებთან გვაქვს საქმე – ამ რამდენიმე დღის წინ პალატაში, “პროცესის ჩასატარებლად” მოსამართლემ და პროკურორებმა მომაკითხეს, რადგან სასამართლოში ვერ მივდივარ. რატომ ეჩქარებათ ასე? იმიტომ რომ არსებულ “განაჩენებზე” გადაწყვეტილებას მალე უკვე სტრასბურგი გამოიტანს და სასწრაფოდ სჭირდებათ ახალი “განაჩენები”. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების შემდეგ ვინმე “ჭამს” თქვენს ახალ თაღლითობას, ძალიან ღრმად ცდებით და ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციით მალე დარწმუნდებით.
მაგრამ ამ საავადმყოფოში შემოჭრაში ეს არ იყო მთავარი. ექიმებმა აუხსნეს “პროკურორებს”, რომ მე გავდივარ მკურნალობის კურსს, რომელიც არ იძლევა საშუალებას ჩემი მხრიდან ადეკვატური ჩვენების მიცემის, რაზეც პროკურორებმა მოითხოვეს მკურნალობის 1-2 დღით შეწყვეტა, რათა მათ შეძლონ პროცესის ჩატარება.
ასეთი რამე გერმანელ ფაშისტებს არ მოსვლიათ თავში. იმ დონის სამარცხვინოები ხართ, თქვენს შვილიშვილებს შერცხვებათ, რომ თქვენი შთამომავლები არიან”, – აცხადებს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს