მიხეილ სააკაშვილი - ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება

ავტორი
Front News საქართველო
ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"მე ოფიციალურად წამიყენეს ბრალი ჩემს პოლიტიკური მართლმსაჯულების "სასამართლო სხდომაზე" გაკეთებული განცხადების გამო (რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა), რომელშიც მოვუწოდებდი ხალხს სელფი გადაეღოთ ივანიშვილის ზვიგენთან. დიახ ამ განცხადების გარშემო ტრიალებდა ჩემი დაკითხვაც და ამას ეფუძნება ჩემი ბრალდება. ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას კიდევ ერთი ტიტული დაემატა ის სამართალდამცველიდან გარდაიქმნა ზვიგენთ დამცველად.
მე უკვე დიდი ხანია, გამოკეტილი ვარ ძირითადად პიჯაკების ყიდვის საქმეზე და ახლა ამას დაემატა „ზვიგენის სელფის“ საქმე.
გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ბრალ წაყენებულ პოლიტიკოსს და დაპატიმრებულ უდანაშაულო ადამიანებს. მინდა მოვუწოდო დასავლეთს, დაუყოვნებლივ შემოიღოს ბევრად უფრო მკაცრი და ფართო სანქციები ივანიშვილის ბანდიტური დიქტატურის წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალაც, ნიჭიც და გამბედაობაც რათა ეს აყროლებული ნაგავი სახლიდან გაიტანოს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინოს ადგილი.
ახლა ხელების ჩამოშვების კი არა, გაათმაგებული ბრძოლის დროა. ასეთი საშიში, მჩაგვრელი, ბოროტი, სასტიკი მტერი ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, არ ჰყოლია და ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება, რათა დავიბრუნოთ აწმყო და მომავალი.
და ბოლოს იქნებ მათ ვინც აქამდე არ იმჩნევდა ჩემს პოლიტიკურ პატიმრობას პირადი მოსაზრებების გამო, ახლა მაინც გაუსწორონ სიმართლეს თვალი და ამოღერღონ თუ რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


