
ავტორი
Front News საქართველო
85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ივანიშვილის შნირები უსინდისო იდიოტები და ქოსატყუილები არიან.
უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონის ორი ავტორიდან და თანამომხსენებლიდან უშიშროების საბჭოზე ვიყავი მე. უფრო მეტიც, მე ვიყავი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის მომხრე. მთელი ჩემი შეგნებული მოღვაწეობა უკრაინაში, ვებრძოდი ოლიგარქებს, ვიყავი დეოლიგარქიზაციის მოძრაობის ლიდერი.
85 მილიონი დოლარიც მქონია თურმე – აუცილებლად ვუჩივლებ ამ თანხაზე ბიძინა ივანიშვილს და “კრედიტ სვისიდან” წამოვიღებ ამ თანხას და სანდრას საქველმოქმედო ფონდს ჩავურიცხავ”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს