Logo

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს

პოლიტიკა
398
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას მიმართავს.

 

“ჩემი მიმართვა აზერბაიჯანის და სომხეთის მოსახლეობას:

 

მოსკოვი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირების კერის გაღვივებით, რათა ამ ყველაფრის შედეგად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერიოს რეგიონის პოლიტიკაში და ასევე განათავსოს თავისი ჯარის დამატებითი შენაერთები, საქმე ეხება სატრანსპორტო დერეფანს აზერბაიჯანს და მის ტერიტორიას – ნახიჩევანს შორის, კრემლი მხარეებს უბიძგებს ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ, სურს რა დააზარალოს აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები, შეცვალოს მთავრობა ერევანში და ამ დერეფანში ჩააყენოს თავისი “მესაზღვრეები”.

 

სინამდვილეში, მსოფლიოში არსებობს მსგავსი საკითხების მოგვარების ბევრად უფრო უმტკივნეულო და პოზიტიური გამოცდილებები, ერთ-ერთია გზის იჯარის ხელშეკრულება მოლდოვასა და უკრაინას შორის, როდესაც ოდესის გუბერნატორი ვიყავი, ქალაქ ოდესიდან დუნაისპირეთში მოგზაურობისას გავდიოდი უკრაინის მიერ მოლდოვას ტერიტორიაზე არენდირებულ გზის მონაკვეთს, ეს მონაკვეთი კონტროლდება უკრაინელი მესაზღვრეების მიერ და მე ის დანარჩენ გზატკეცილთან ერთად, ფუნდამენტურად განვაახლე, მოლდოვა ამ გზის გაქირავებით იღებდა დიდ ეკონომიკურ შეღავათს, ზუსტად ასევე შეიძლება მოიქცნენ სომხეთი და აზერბაიჯანი თუ მიღწეული იქნება გზის იჯარის ხელშეკრულება, ამით სომხეთს შეუძლია მიიღოს დიდი შემოსავალი და ასევე გავიდეს დიდ საერთაშორისო მარშრუტებზე, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ორივე მხარე ამ გზით თავიდან აიცილებს ომს, რუსების განლაგებას და ეს შეთანხმება შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი”, – წერს სააკაშვილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები