Logo

მიხეილ სააკაშვილი – ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოყვანა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს დროშა დავუქნიე

პოლიტიკა
839
Frontnews image description

გორის ჰოსპიტალში ინციდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილი როდესაც მხარდამჭერებს ფანჯრიდან ესალმებოდა,  ბადრაგმა მისი ძალის გამოყენებით ჩამოყვანა სცადა, –   ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერილში წერს,  რომელიც ჟურნალისტებს მისმა დედამ  გიული ალასანიამ გააცნო. 

 

გიული ალასანიას თქმით,  ბადრაგმა ექსპრეზიდენტის  წინააღმდეგ ძალა მის თვალწინ გამოიყენა.

 

“დედაჩემის თვალწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე ჩემი შემოღებული საქართველოს დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს, ჩემი წინააღმდეგობის გამო. ეს ხალხი ჩემს თვალში არ არის ქართველი, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. აბა ქართველს საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა.ველოდები პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას.

 

ძირს საოკუპაციო ხელისუფლება,  გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”, – წერს სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გიული ალასანიმ გააცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები