
ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით და მათი შეუპოვრობით!
ადრე თუ ვიყავით მსხვერპლი, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა. ბოლო დღეების ფაქტებმა დაგვანახა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
უფრო ხშირად უნდა ვიაროთ, უფრო მეტ ხალხს უნდა შევხვდეთ და უფრო მეტნი უნდა ვიყოთ!
მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ”, – აცხადებს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს