Logo

“მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდეს”

საზოგადოება
1304
Frontnews image description

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი კრიზისის განმუხტვის ალტერნატირულ გზაზე საუბრობს და შეთანხმების ერთ-ერთ თემად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ასახელებს. 

"მე არ ვიცი, რა კონკრეტული ცვლილებით ჩამოვა მედიატორი, სიახლით უნდა ჩამოვიდეს სავარაუდოდ, იმისთვის, რომ იმედი გვქონდეს, განსხვავებულ შედეგს მივიღებთ წინა ჯერისგან. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენც უფრო მეტად მოქნილები უნდა ვიყოთ, ამ შეხვედრის მონაწილენი და ისეთი იდეები განვიხილოთ, რომელიც აქამდე არ განხილულა. 

ხომ იძახიან, მხარეები ვინ რას თმობსო. აქ ბრძოლა მიდის გამარჯვებისთვის მაგიდაზე. ასე უყურებენ, გამარჯვება-დამარცხებას. ჩვენ უკვე იმ სტადიაში ვართ შესულები, რომ ამ ტექნიკური ვაჭრობის შედეგად მიზანს ვერ ვაღწევთ. კონცეპტუალურად რაღაც სხვა გვინდა, ალტერნატივა გვჭირდება, რა შეიძლება იყოს შეთანხმების თემა. მე ვფიქრობ, აი მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, ამნისტია არა 20 ივნისის, არამედ, სააკაშვილის დაბრუნება, ზოგადად. აღიარება იმ რეალობის, რომ მაგიდის მეორე მხარეს ზის არა უბრალოდ წარმომადგენელი რომელიღაც პარტიის, არამედ მართლა მისი ლიდერია მთავარი პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდეს. ანუ, თუ მთავარი პრობლემა მოხსნილი გვაქვს, თუ შეთანხმებული ვართ, რომ რაღაცები უნდა გავაკეთოთ, თქვენთან, მიხეილ საკააშვილმაც უნდა იაროს სიტყვაზე, თავისუფლად ეთერებში. წარმოიდგინეთ, როგორ განსხვავებულ გარემოს მივიღებთ, თუ ასეთი შეთანხმების შანსი არსებობს", – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა "ტვ პირველთან".

თაგები:

Advertisement