Logo

მიხეილ სააკაშვილი - ჩემ გარდა საჯაროდ პუტინი მხოლოდ გივის დაესხა თავს და ახლა უსრულებს ქართველი მანქურთების ხელით

პოლიტიკა
516
Frontnews image description

მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება. ჩემ გარდა საჯაროდ პუტინი მხოლოდ გივის დაესხა თავს და ახლა უსრულებს ქართველი მანქურთების ხელით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.

"ჩემი ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, გივი თარგამაძე არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.

2004 წლის უკრაინული მაიდნის და ყირგიზეთის 2005 წლის აქტიური მონაწილე, ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე, ვისი ჩვენების საფუძველზეც გაიცა რუსი სამხედროების დაპატიმრების ორდერი.  

გარდა ამისა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის არის უკეთილშობილესი ადამიანი და დიდი პატრიოტი.  

მისი დაპატიმრება პირდაპირ მოსკოვის ბრძანებით ხდება. ჩემ გარდა საჯაროდ პუტინი მხოლოდ გივის დაესხა თავს და ახლა უსრულებს ქართველი მანქურთების ხელით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები