Logo

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი, ისტორია ამაში მე გამამტყუნებს

პოლიტიკა
04.02.2022 / 12:34
Frontnews image description

ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო  სასამართლოში მის წინააღმდეგ არსებული საქმის  პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ამ განცხადებით მესამე პრეზიდენტი “ქართული ოცნების”  ნარატივს გამოეხმაუერა, რომლის თანახმად,  ქვეყანაში არსებული პრობლემებში დამნაშავე ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია. 

 

“გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო,  სააკაშვილის ბრალი ყოფილა. სასამართლო სისტემას ვთხოვ – გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი. გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია,  ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა,  ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია.დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, მართალი რომ ვთქვათ. ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს,  ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ საკაშვილის წინაააღმდეგ უკანონო საზღვრის კვეთის საქმეზე  პროცესი იმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები