Logo

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას

პოლიტიკა
746
Frontnews image description

ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის,  – ამის შესახებ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებისადმი ციხიდან გამოგზავნილ  მიმართვაში აცხადებს. 

 

შიმშილობის 33-ე დღეს გამოგზავნილ წერილში სააკაშვილი წერს, რომ  ციხიდან  მისი დახსნის პირობებში,  მაქსიმუმ 10 დღეში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიღწევა იქნება შესაძლებელი. 

 

“ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ, გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, იმიტომ, რომ ძირითაფი ფული დასვლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აქ კი თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო, ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერების.

 

და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია”, – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც  მისმა ადვოკატმა  დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 33-ე დღეა,  შიმშილობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები