
ავტორი
Front News საქართველო
ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორი ახალი დაპატიმრების ორდერი გასცა – რუსეთის შორეული ავიაციის ხელმძღვანელზე სერგეი კობილაშზე, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა, მაშინ ჩვენმა არმიამ ჩამოაგდო, რომელიც ტყვეთა გაცვლით დავუბრუნეთ რუსეთს და შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე, ვიქტორ საკალოვზე. მანამდე, შარშან მარტში გაიცა დაპატიმრების ორდერები პუტინზე და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენზე.
მინდა შეგახსენოთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქის მთავრობას ძალიან სურდა, რომ ჰააგის სასამართლოს მე და ქართველი სამხედროები დავედანაშაულებინეთ 2008 წლის ომში, სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქართული მხარე სრულიად უდანაშაულო იყო და პირიქით, პირველად ისტორიაში, 3 რუს გენერალზე გასცა დაპატიმრების ორდერი.
მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამებრძოლი ხელმძღვანელობს უკრაინის გენერალური პროკურატურის ჰააგის ტრიბუნალთან ურთიერთობის ჯგუფს.
ასევე მიხარია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი თანაშემწე, კრივონოსი წარმატებულად ხელმძღვანელობს უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროს და უამრავი ძალიან გავლენიანი, მათ შორის, რუსეთთან კავშირის მქონე კორუფციონერი და ოლიგარქი მისცა პასუხისმგებლობაში.
ჩემიანები მაგრად დგანან უკრაინაში და მეც ვიბრძვი ჩემი რუსული ტყვეობიდან და როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს