მიხეილ სააკაშვილი – ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში

ავტორი
Front News საქართველო
ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისი საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საზღრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება.
სააკაშვილი თქმით, მისი ჩამოსვლა “მომეტებული საფრთხის” წყაროა ოლიგარქ ივანიშვილისა და იმ ჩინოვნიკებისთის, რომლებმაც ხელფასები გაიზარდეს.
“გაიძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინაო, თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებს აი, ასე იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის. ადგილობრივ არჩევნებზე ხალხი არ გამოდიოდა. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში. აი, რა მოიტანა სააკაშვილის ჩამოსვლამ! ჩემმა ჩამოსვლამ ბოლომდე, ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში.
ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს.. ხალხში აქტიურობა და იმედია, როგორც არასდროს.
გამოაცხადეს, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყარო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა, ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? – რადიაცია, ატომური ბომბი და ასე შემდეგ.
მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.
“ჩინოვნიკებისთვის ხელფასი გაიზარდა და მაგალითად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს 7000 ლარი აქვს ხელფასი.
იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი, სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად.
7 ათასი ლარი დაინიშნეს ხელფასი, ამ ხალხისთვის მე ვარ მათი ხელფასისთვის მომეტებული საფრთხის წყარო“,- განაცხადა სააკაშვილმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




