
ავტორი
Front News საქართველო
ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. “ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს