Logo

მიხეილ სააკაშვილი – ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება

პოლიტიკა
11.10.2021 / 12:40
Frontnews image description

ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, –  აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. 

 

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

 

“მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით, მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას, აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

Advertisement