
ავტორი
Front News საქართველო
მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.
პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს.
დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი. ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში დაღესტნის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია.
ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს მისი თვალსაზრისით, ეს ყველაფრის მთქმელია”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს