მიხეილ სააკაშვილი – ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები

ავტორი
Front News საქართველო
ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.
ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა, სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი”, – წერს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, გუშინ მან ორჯერ დაკარგა გონება და რკინის მაგიდას თავი დაარტყა.
“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს, რომ გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა და “ლუქს პალატაში” რკინის მაგიდა არ დგას.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




