მიხეილ სააკაშვილი – ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია


ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფორმულას” გადაცემა “დროებასთან” პარტიაში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენების შეფასებისას აცხადებს.
“ყველა დეტალში არ ვარ გარკვეული, არც მინდა ვიყო. არავის ვურჩევ “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან. ჩატარდა არჩევნები, შედეგი დადგა დემოკრატიულად. არჩეულია თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მცდელობას არ აკლებს ბრძოლას და სამაგალითო გამბედაობას იჩენს უტიფარი ძალადობის პირისპირ; ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არაა დასაკარგი ხალხი, მაგალითად – კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ან გიორგი კირთაძეს. ვიცი რომ მოქმედ მენეჯმენტსაც აქვს სურვილი მათი გუნდში დაბრუნების… საერთოდ თითოეული ადამიანი უძვირფასესია. იმ დღეს ტელევიზორში ვუყურებდი ირაკლი ფავლენიშვილს და ძალიან ვამაყობ ასეთი ახალგაზრდებით.
ამავე დროს, ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით – 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე “ძალა ერთობაშია”. დღეს ეს უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე.
რა თქმა უნდა, მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს”, – აცხადებს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს

მიხეილ სააკაშვილი – მე მახსოვს ყოველი წუთი, პირველივე წამიდან მე ვიმეორებდი, საქართველო არასდროს არ დანებდება და ამასვე ამბობდა თითოეული ადამიანი

მიხეილ სააკაშვილი – მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ, ივანიშვილი ქართული ეკლესიის და პატრიარქის პირადი მტერი იყო