Logo

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან

პოლიტიკა
643
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელებს მიმართავს, უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.

“მიმართვა პოლიციელებს – ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო.

დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს.

ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან.

მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები!

თქვენი მიშა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თაგები:

Advertisement