
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.
დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები”, – წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს